როგორ დავიცვათ თავი მწერის ნაკბენით გამოწვეული ალერგიისგან
როგორ დავიცვათ თავი მწერის ნაკბენით გამოწვეული ალერგიისგან
- არ დაანებოთ ბავშვებს ხის ძირას ან კუნძებთან თამაში, რაგდან იქ ხშირად იცის კრაზანის ბუდეები
- არ იაროთ ფეხშიშველამ
ბალახზე, რადგან ფუტკრები შეიძლება ბალახში, წვრილ ყვავილებზე ისხდნენ,
გარდა ამისა, ზოგჯერ მათი ბუდეები მიწაზეა მოწყობილი
- არ ჭამოთ ხილი და არ დალიოთ ტკბილი წყლები შენობის გარეთ
- არ მიიღოთ მზის აბაზანები, თუ
თქვენ სველი ან ნესტიანი ხართ, ან რაიმე კოსმეტიკური ზეთი გისვიათ, რადგან
ამას მწერების მოზიდვა შეუძლია
- არ ჩაიცვათ კაშკაშა ფერის, ყვავილებით მოჩითლი ტანსაცმელი
- წყნარად იდექით, ნუ დაიწყებთ მკვეთრ მოძრაობებს, თუ ახლომახლო ფუტკარი ან კრაზანა გამოჩნდა
- სანამ მანქანაში ჩაჯდებით, შეამოწმეთ, ხომ არ არის სალონში ფუტკარი ან კრაზანა.
No comments:
Post a Comment