საყოფაცხოვრებო ალერგენები
საყოფაცხოვრებო
მტვერი ხალიჩების, თმის, ქერტლის, წიგნების, ფრინველთა ბუმბულის,
ბაქტერიების, ობის სოკოების, მწერების (ტკიპების, ტარაკნების, ბუზების)
ექსკრემენტების, პოლიმერული სინთე-ზური მასალებისა და სხვა საყოფაცხოვრებო
საგნების ნარჩენების ერთგვარი ნარევია. მათ შორის ყველაზე ალერგიული ის
მტვერია, რომელიც ტკიპებს, ტარაკნების ექსკრემენტებსა და ეპიდერმულ
ნარჩენებს შეიცავს. 1 გრამი სახლის მტვერში ათეულათასობით 0,1-დან 0,2
მმ-მდე ზომის მიკრო-სკოპული ტკიპაა, რომელთა რაოდენობაც სწრაფად იზრდება
ხელსაყრელ მიკროკლიმატურ პირობებში (ფარდობითი ტენიანობა - 70-80%, ჰაერის
ტემპერატურა - 24-26 გრადუსამდე). ლეიბები, საბნები და ნოხები ტკიპასთვის
იდეალურ გარემოს წარმოადგენს. მისი გამრავლება პიკს მარტ-აპრილსა და
სექტემბერ-ოქტომბერში აღწევს. პაციენტების მდგომარეობაც სწორედ ამ დროს
უარესდება. სახლის მტვრის შემადგენლობა საგრძნობლად იცვლება სახლში
ცხოველების, თევზების ყოლისას, მათი მოვლისა და სანიტარულ-ჰიგიენური
ნორმების დაცვის კვალობაზე. ტკიპა გაცილებით იოლად იკიდებს ფეხს ისეთ
სახლებში, სადაც მრავლად არის ნივთები, რომლებიც საყოფაცხოვრებო მტვრის
დაგროვებას უწყობს ხელს.
No comments:
Post a Comment