ვის შეიძლება განუვითარდეს საკვებისმიერი ალერგია
მაგალითად: 6-7 მილიონ ამერიკელს აქვს საკვებისმიერი ალერგია; ბავშვების 3 –
8 %-ს აქვს ზემგრძნობელობა ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ, თუმცა აქედან
2%-ში 10 წლის ასკამდე თვითგანკურნება ხდება.
არახისის, თხილის, კაკლის, თევზის მიმართ ალერგია კი, როგორც წესი, მთელი ცხოვრება რჩება.
საკვებისმიერი ალერგია შეიძლება ასთმის გამომწვევადაც მოგვევლინოს.
დიაგნოსტირებული ასთმის მქონე ბავშვებს აქვთ საკვებისმიერი ანაფილაქსიის დიდი რისკი.
მკურნალობა:
საკვებისმიერი ალერგიის განკურნება შეუძლებელია, თუმცა შეგიძლიათ თავიდან
აიცილოთ, ან მინიმუმამდე დაიყვანოთ ალერგიული რეაქციების ალბათობა.
ალერგიის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა ალერგენთან კონტაქტის თავიდან
აცილება. ზოგიერთი ადამიანისათვის კვებით ალერგენთან მხოლოდ შეხებაც კი
მძაფრ ალერგიულ რეაქციას იწვევს, ამიტომ:
1. სასწრაფოდ გადასვლა მკაცრ დიეტურ კვებაზე, რომელიც დღიური რაციონიდან
გამორიცხავს ყველა შესაძლო ალერგიულ საკვებ პროდუქტს (რეკომენდირებულია
ისეთი საკვების მიღება, როგორიცაა: ბრინჯი, მაწონი, ვაშლი, მჭლე ძროხის
ხორცი და ა.შ.) ასეთი კვება უნდა გაგრძელდეს რამდენიმე დღის, ხანდახან
რამდენიმე კვირის განმავლობაშიც, ალერგიის ნიშნების გაქრობამდე, რის
შემდეგაც, ნელ-ნელა ფართოვდება მისაღები საკვების ნაირსახეობა, რაც,
უმჯობესია, გაკეთდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
2.ანტიალერგიული და ანტიასთმური პრეპარატების გამოყენება (მხოლოდ ექიმის
დანიშნულებით): ანტიჰისტამინური (მაგალითად, სუპრასტინი, ტავეგილი,
დიაზოლინი, კლარიტინი, ზადიტენი და ა.შ) ჰორმონული (პრედნიზოლონი),
სისხლძარღვების შემავიწროვებლები (ადრენალინი), ბრონქების გამაფართოებლები
და სხვა.
No comments:
Post a Comment