როგორ დავიცვათ თავი ალერგიისგან..
როგორ დავიცვათ თავი ალერგიისგან..
- ეცადეთ გქონდეთ ბუნებრივი ქსოვილის თეთრეული;
- აიღეთ ხალიჩები. ლინოლეუმი და ხის იატაკი ხშირად გაწმინდეთ სველი წესით;
- რბილი ავეჯის გადასაფარებლად გამოიყენეთ რეცხვადი, ბუნებრივი ქსოვილის შალითა;
- ხშირად რეცხეთ თეთრეული ცხელი წყლით;
- ეცადეთ ბალიში და საბანი არ იყოს ბუმბულის ან მატყლის;
- გამოიყენეთ ბამბის ან ბამბაზიის თეთრეული;
- ეცადეთ, შეინარჩუნოთ ბინაში 50%-ზე ნაკლები ტენიანობა;
- აბაზანის კედლები და იატაკი გარეცხეთ წყლითა და საპნიანი ხსნარით;
- ხშირად გაანიავეთ ბინა, ეცადეთ შეინარჩუნოთ სუფთა, მშრალი ჰაერი;
- ეცადეთ, არ იყოლიოთ ბინაში, განსაკუთრებით საწოლ ოთახში შინაური ცხოველები;
- შინაური ცხოველები სისტემატურად დაბანეთ სპეციალური შამპუნით;
- საწოლ ოთახში დახურეთ ფანჯრები, რათა არ მოხდეს ოთახის მტვრით დაბინძურება;
- არ მოწიოთ შინ თამბაქო;
- მზა, კონსერვირებული პროდუქტების გამოყენების წინ ყურადღება მიაქციეთ მათ შემადგენლობას.
No comments:
Post a Comment