Tuesday, January 29, 2013

მტვრისმიერი ალერგენები


მტვრისმიერი ალერგენები

ამბროზია

ალერგენთა ამ ჯგუფს მცენარეული წარმოშობის ნივთიერებები შეადგენს, რომლებიც სხვებზე გაცილებით მეტი ანტიგენურობითა და ალერგიულობით გამოირჩევა.ყვავილობისას ჰაერი 30-დან 40-მდე მტვრისმიერ ალერგენს შეიცავს.ეს ძირითადად ქარის(შედარებით იშვიათად-მწერების)მეშვეობითაა გადატანილი მავნე მცენარეებს შორის პირველ ადგილს ამბროზია იკავებს,შემდეგ კი წიწვოვანთა, ბალახოვანთა და მარცვლოვანთა ყვავილები მოდის.ხეების მტვერზე გაცილებით აგრესიულია ბალახოვან მცენარეთა(ბაბუაწვერას,გვირილას მრავალძარღვას )მტვერი.
      ალერგია უმეტესად არა რომელიმე კონკრეტული მცენარის მტვრის,არამედ მათი კომპლექსურად მომატებული კონცენტრაციის დამსახურებაა.მტვრისმიერი ალერგენების მოქმედებას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ამინდი-მშრალ და ქარიან ამინდში ჰაერში მათი კონცენტრაცია გაცილებით მაღალია. 

No comments:

Post a Comment