Tuesday, January 29, 2013

რა არის ალერგია


* რა არის ალერგია?

ალერგია - ეს არის “არანორმალური”, მომატებული მგრძნობელობა იმ ნივთიერებების მიმართ, რომლებიც უსაფრთხოდ არიან მიჩნეულნი და მათთან კონტაქტი სხვა ადამიანების მიერ, ჩვეულებრივ, ნორმალურად გადაიტანება. ალერგია გამოვლინდება ალერგიული დაავადების სიმპტომების სახით. ალერგია ყველაზე ხშირად გვხვდება რესპირატორული ალერგიის ანუ სასუნთქი გზების ალერგიის, ალერგიული დერმატოზების, ალერგიული ენტეროპათიისა და ანაფილაქსიური შოკის სახით. დღეს ალერგიით დაავადებულია ყოველი მესამე ადამიანი. ალერგიით დაავადებების შემთხვევები და მისი სიმძიმე განუხრელად იზრდება მთელს მსოფლიოში

* რა სარგებლობა მოაქვს ალერგიას?

ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები ცარაუდობენ რომ შესაძლოა იმუნური სისტემის განსაკუთრებულმა აქტივობამ რომელიც ალერგიულ დაავადებას იწვევს,ორგანიზმი თავის ტვინის კიბოსგან დაიცვას.მეცნიერებმა გამოიყენეს რამდენიმე გამოკვლევის შედეგები რომელიც ალერგიულ პირებში თავის ტვინის ონკოლოგიური დაავადებების სიხშირეს შეისწავლიდა.აღმოჩნდა რომ მათ ვისაც ალერგია ჰქონდა  გლიომა 30-40% ით უფრო იშვიათად უვითარდებოდა.გლიომა ტვინის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნაირსახეობაა.

* ალერგიის ძირითადი სიპტომები.

            
ალერგიულ რეაქციას მრავალფეროვანი სიმპტომები აქვს. მათგან ყველაზე ხშირია: 
 რინიტი, ანუ სურდო, - ცხვირის "გაჭედვა", წყლიანი გამონადენი, ქავილი, ცემინება, ყურების ქავილი და დაგუბება. 
 ალერგიული კონიუნქტივიტი, ანუ თვალის ლორწოვანის ალერგიული დაზიანება, - სკლერების სიწითლე, ქავილი, ცრემლდენა. 
 ატოპური დერმატიტი, ანუ კანის ალერგიული დაზიანება, - კანის სიწითლე, ქავილი, სიმშრალე. 
 ურტიკარია, ანუ კანის ალერგიული გამონაყარი - ჭინჭრის ციება, და კვინკეს შეშუპება, ანუ სახის მიდამოს: ტუჩების, ქუთუთოების, ლოყების შეშუპება. 
 ატოპური დერმატიტი, ანუ ატოპური ეკზემა - კანის აქერცვლა და ქავილი. 
 ბრონქული ასთმა (სუნთქვის დარღვევა: ქოშინი, გაძნელებული ამოსუნთქვა, მსტვინავი სუნთქვა, შეტევითი ხველა).

* რატომ არიან ერთნი ალერგიულები-მეორენი კი არა


ალერგიის ჩამოყალიბებაში წამყვან როლს მემკვიდრეობა, ანუ ალერგიის მიმართ მემკვიდრული განწყობა ასრულებს, თუმცა ალერგია შეიძლება “მოწმენდილ ცაზეც" გაჩნდეს. ალერგიის განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როცა ოჯახის ერთ-ერთი წევრი ალერგიითაა დაავადებული.
თუ ალერგიულია ერთ-ერთი მშობელი, ბავშვის ალერგიის ალბათობა დაახლოებით 30 %-ია, ხოლო თუ ორივე ალერგიულია, დაავადების ალბათობა 50%-ს აღწევს.
ალერგიული რეაქციები მრავალფეროვანია, დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ თვისებებზე, შეჭრილი ნივთიერების - ალერგენის ბუნებაზე, გარემოზე, ფონური ქრონიკული დაავადებების არსებობაზე, რომლებიც ცვლიან ორგანიზმის საწყის იმუნურ სტატუსს და სხვა ფაქტორებზე.


* ალერგენი


         ამ “გამღიზიანებელ” ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის უჩვეულო რეაქციას, ალერგენებს უწოდებენ.
ალერგენი - ეს არის ნივთიერება, რომელიც იწვევს სენსიბილიზაციას, ანუ ორგანიზმის იმუნური სისტემის განსაკუთრებულ მდგომარეობას, რაც დამახასიათებელია ალერგიული დაავადებებით შეპყრობილი დამიანებისათვის.
ძირითად ალერგენებს წარმოადგენენ:
  • მცენარეების მტვერი;
  • დანესტიანებულ ადგილებში განვითარებული ობი და შმორი (მიკროსკოპული სოკოები);
  • ცხოველების ბეწვი;
  • საყოფაცხოვრებო მტვერი;
  • სხვადასხვა საკვები პროდუქტები (თხილი, არაქისი, ნიგოზი, თაფლი, შოკოლადი და ა.შ.)
ყოველი ცალკეული ალერგენი შეიძლება გახდეს მთელი რიგი სიმპტომების გამომწვევი: მაგ. მცენარის მტვერი შეიძლება გახდეს არამარტო რინოკონიუქტივიტის, არამედ ბრონქოსპაზმისა და ჭინჭრის ციების მიზეზი. უმრავლესობა ალერგიული ადამიანებისა ასევე რეაგირებენ ალერგენების მთელ სპექტრზე.
ალერგიას ამწვავებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სხვადასხვა დეზოდორანტები, დაბინძურებული ჰაერი, დაბალი ტემპერატურა, ნესტი, გამონაბოლქვი, თამბაქოს კვამლი, ქარი.


* მტვრისმიერი ალერგენები

ამბროზია


* როგორ დავიცვათ თავი პოლინოზისგან


  • არ გააღოთ ყვავილობის სეზონის განმავლობაში მანქანის ფანჯრები;
  • დახურეთ ფანჯრები ნაშუადღევს, რადგან ამ დროს ჰაერში მაქსიმალურია ყვავილის მტვრის კონცენტრაცია;
  • მტვრის მაქსიმალური პროდუქციის პერიოდში შეიკავეთ თავს პიკნიკებისა და ლაშქრობებისაგან;
  • დასვენება უმჯობესია ზღვისპირა ადგილებში, სადაც ყვავილის მტვერი ნაკლებია;
  • არ გაკრეჭოთ გაზონები;
  • მოერიდეთ თაფლს, რადგანს მასში შეიძლება აღმოჩნდეს ყვავილის მტვრისმიერი ალერგენები;
  • ნუ მოსწევთ სიგარეტს, რადგან თამბაქოში არსებული ნიკოტინი აუარესებს ცხვირის "გაჭედილობას" და ხელს უწყობს სასუნთქი გზების ლორწოვანის ზემგრძნობელობის განვითარებას.

როგორ დავიცვათ თავი ალერგიისგან..


 როგორ დავიცვათ თავი ალერგიისგან..


  • ეცადეთ გქონდეთ ბუნებრივი ქსოვილის თეთრეული;
  • აიღეთ ხალიჩები. ლინოლეუმი და ხის იატაკი ხშირად გაწმინდეთ სველი წესით;
  • რბილი ავეჯის გადასაფარებლად გამოიყენეთ რეცხვადი, ბუნებრივი ქსოვილის შალითა;
  • ხშირად რეცხეთ თეთრეული ცხელი წყლით;
  • ეცადეთ ბალიში და საბანი არ იყოს ბუმბულის ან მატყლის;
  • გამოიყენეთ ბამბის ან ბამბაზიის თეთრეული;
  • ეცადეთ, შეინარჩუნოთ ბინაში 50%-ზე ნაკლები ტენიანობა;
  • აბაზანის კედლები და იატაკი გარეცხეთ წყლითა და საპნიანი ხსნარით;
  • ხშირად გაანიავეთ ბინა, ეცადეთ შეინარჩუნოთ სუფთა, მშრალი ჰაერი;
  • ეცადეთ, არ იყოლიოთ ბინაში, განსაკუთრებით საწოლ ოთახში შინაური ცხოველები;
  • შინაური ცხოველები სისტემატურად დაბანეთ სპეციალური შამპუნით;
  • საწოლ ოთახში დახურეთ ფანჯრები, რათა არ მოხდეს ოთახის მტვრით დაბინძურება;
  • არ მოწიოთ შინ თამბაქო;
  • მზა, კონსერვირებული პროდუქტების გამოყენების წინ ყურადღება მიაქციეთ მათ შემადგენლობას.

მცენარეთა ყვავილობის კალენდარი


 მცენარეთა ყვავილობის კალენდარი

ინტერვიუ

ინტერვიუ

კანის ალერგიები


 კანის ალერგიები





ალერგიული დაავადება მრავალნაირია. ამჯერად კანის ალერგიულ ცვლილებებსა და მათი მკურნალობის თანამედროვე გზებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. გვესაუბრება აკ. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი  მურმან კიკვიძე:
 ალერგიული დაავადებები ფართოდ არის გავრცელებული: მსოფლიოს მოსახლეობის 30-40% ამ სენით გახლავთ შეპყრობილი და მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემა მთელ მსოფლიოში ჯეროვნად მუშაობს და მკურნალობის მეთოდებიც დღითი დღე იხვეწება, ალერგიულ დაავადებათა სიხშირე კლების ნაცვლად იმატებს.
ალერგიულ დაავადებათა გახშირების  ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესება იყოს, მაგრამ გვერდს ვერც ისეთ ფაქტორებს ავუვლით, როგორიც არის გარემოს დაბინძურება, კვების რეჟიმის მოუწესრიგებლობა, შენობისშიგა და შენობისგარე ალერგენთა (ალერგიის გამომწვევ ნივთიერებათა) აგრესიულობის მატება.
სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის 20%-ს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ემართება კანის ალერგიული დაავადების ერთ-ერთი ფორმა – ჭინჭრის ციება.
აგრეთვე უნდა ვახსენოთ ანგიონევროზული შეშუპება ანუ კვინკეს დაავადება, ატოპიური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი.
რაც შეეხება ალერგიის მიზეზს, პრობლემის თავიდათავი ატოპია გახლავთ. ატოპია ალერგიის ის სახეა, რომლის ჩამოყალიბებაშიც წამყვანი როლი მემკვიდრეობითობას აკისრია. ამრიგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ალერგიულ დაავადებათა განსაზღვრული სახეობები წინაპრებმა “გვიანდერძეს”.
ჭინჭრის ციება ანუ ურტიკარია (urtica – ჭინჭარი) პოლიეტიოლოგური დაავადებაა. ეს ნიშნავს, რომ მას მრავალი ფაქტორი იწვევს, უმთავრესი მიზეზი კი მედიკამენტები, საკვები, ინფექციები, მწერის ნაკბენია. არსებობს ჭინჭრის ციების ისეთი ვარიანტებიც, რომლებიც ფიზიკური დატვირთვის, სიცივის, სითბოს, ვიბრაციის, ინსოლაციის, წყლის ზემოქმედებით ვითარდება.
 ატოპიური დერმატიტი კანის ქრონიკული მორეციდივე ანუ პერიოდული გამწვავებით მიმდინარე ანთებითი დაავადებაა. ბავშვთა ასაკში ამ პათოლოგიის მთავარ მიზეზს კვებითი ალერგენები წარმოადგენს, ყველაზე ხშირად – კვერცხი, რძე, არაქისი, სოია და ხორბალი. ბავშვებისგან განსხვავებით, მოზრდილებში საკვებისმიერი ალერგია იშვიათია.
ატოპიური დერმატიტის გამწვავებას ხშირად ოთახის მტვერიც იწვევს. დაავადების მიმდინარეობას ძალზე ართულებს სტაფილოკოკური და მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექცია.
კონტაქტური დერმატიტი ორგვარია: მარტივი, რომელიც კანზე ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების უშუალო ზემოქმედებით ვითარდება და ალერგიული, რომელიც კანთან ალერგენის კონტაქტის შემდეგ, სპეციფიკური იმუნოლოგიური რეაქციის შედეგად ყალიბდება.
მარტივი კონტაქტური დერმატიტი კანთან აგრესიული ფაქტორის პირველსავე კონტაქტს მოჰყვება. მაგალითად, დერმატიტის ნიშნები მჟავას ძლიერი დამაზიანებელი ზემოქმედებისთანავე იჩენს თავს. ისიც შეიძლება, ალერგიული რეაქცია ნაკლებად აგრესიულ აგენტთან (მაგალითად, სარეცხ საშუალებასთან) განმეორებითმა კონტაქტმა გამოიწვიოს.
ალერგიული ხასიათის კონტაქტური დერმატიტის დროს ცვლილებები კანზე ალერგენთან კონტაქტიდან 10-14 დღეში ვითარდება.
კანის ალერგიულ დაავადებებს სხვადასხვა ნიშნები ახასიათებს. ჭინჭრის ციების შემთხვევაში გამონაყარი ძლიერ წააგავს ჭინჭრის ნასუსხს, სხეულის ნებისმიერ ადგილას ჩნდება და ძლიერ მქავანაა.
ჭინჭრის ციების განსაკუთრებული ფორმაა კვინკეს შეშუპება, რომელიც სახის, ლორწოვანი გარსებისა და სხეულის სხვა ნაწილების შესიებით გამოიხატება. მას ქავილი არ ახასიათებს, თუმცა შესაძლოა, წვისა და ტკივილის შეგრძნება ახლდეს თან. კვინკეს შეშუპება ძალზე საშიშია, თუ პირისა და ხახის ლორწოვან გარსებზე განვითარდა.
ატოპიური დერმატიტი სამ ასაკობრივ ჯგუფში – ჩვილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში ვლინდება. ბავშვებში კანის პათოლოგიური ცვლილებები უპირატესად შუბლსა და ლოყებზე ვითარდება და თავის ქალას თმიან ნაწილსა და ნიკაპზე ვრცელდება. გამონაყარის ტიპური ადგილებია იღლიები, იდაყვისა და მუხლისქვეშა ფოსოები, მაჯები, ხელის მტევნები. გამონაყარს ხშირად ერთვის კანის ზედა ფენის აქერცვლა და ქერქების წარმოქმნა. დაზიანებულ კანში იოლად იჭრება ინფექცია და საკმაოდ რთულად მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს უდებს სათავეს.
კონტაქტური დერმატიტის დროს გამონაყარი პოლიმორფული ანუ მრავალფეროვანია, თან ახლავს ქავილი, შეშუპება და შეწითლება.
გამონაყარს კანზე მრავალი დაავადება იწვევს. ვინაიდან კონტაქტური დერმატიტის დროს გამონაყარი მრავალფეროვანია, დიაგნოზის დასმისას უნდა გამოვრიცხოთ სხვა, ასევე გამონაყარით მიმდინარე პათოლოგიები, მათ შორის – ინფექციური, სიმსივნური დაავადებები, იმუნოდეფიციტით განპირობებული პათოლოგიური მდგომარეობანი, ვარიკოზული ეგზემა, სებორეული დერმატიტი, კანდიდოზი, მუნი.
ბავშვთა ასაკში ხშირად გვხვდება ალერგოდერმატოზი, რომლის ყველაზე გავცელებული გამოვლინებაა ატოპიური დერმატიტი ანუ ატოპიური ეგზემა.
. კანის რა სახის ცვლილებამ აქვს?
– კანის ალერგიის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი, რამაც შეიძლება აფიქრებინოს მშობელს, რომ ბავშვს ალერგია აქვს, ქავილია. გარდა ამისა, ალერგიულ ბავშვს მცირე ასაკიდანვე აღენიშნება კანის სიმშრალე, სიწითლე, გამონაყარი შუბლზე, ლოყებზე, აქერცვლა.
ალერგია შეიძლება ვიეჭვოთ იმ შემთხვევაშიც, როდესაც დაავადება ქრონიკულ ხასიათს იღებს, მწვავდება რომელიმე საკვების მიღებისას ან ალერგენთან კონტაქტის შემდეგ, ანდა მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს (ალერგია აღენიშნება მშობელს). ალერგიულ დაავადებას ხშირად თან სდევს ემოციური ლაბილურობა, აგზნება, უძილობა.
საზოგადოდ, ბავშვებში ალერგიის განვითარების მაღალი რისკი შეიმჩნევა. როგორც წესი, ისინი ალერგიისადმი მემკვიდრეობით წინასწარგანწყობას ამჟღავნებენ. ასეთ შემთხვევაში მშობლებს დიდი სიფრთხილე მართებთ. სასურველია, ბავშვმა:
  . რაც შეიძლება დიდხანს წოვოს ძუძუ, ხოლო მოგვიანებით მხოლოდ და მხოლოდ ექიმის მიერ შერჩეული საკვები მიიღოს;
  . ხუთ თვემდე არ მიიღოს ცხოველური ცილები, რომლებიც უხვადაა ხორცში, თევზში, კვერცხში და ა.შ.
გაითვალისწინეთ: ბავშვები, რომლებსაც მცირე ასაკში უვლინდებათ კანის ალერგია, შემდეგში ბრონქული ასთმის ან ალერგიული რინიტისადმი მიდრეკილებას იჩენენ, კვების რეჟიმის მოწესრიგებასა და ჰიპოალერგიული დიეტის დაცვას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს ალერგიული დაავადებების პროფილაქტიკაში.
რაც შეეხება დიაგნოზის დასმას,  კანის ალერგიული დაავადებების დიაგნოზი უმთავრესად კლინიკური სურათის საფუძველზე დაისმის. უნდა ითქვას, რომ ბავშვთა ასაკში ატოპიური დერმატიტის დროს ალერგოლოგიური ანამნეზის შეკრება განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ამ დროს ყურადღება ექცევა ორსულობისა და მშობიარობის მიმდინარეობას, ბავშვის კვების ხასიათს, ინფექციებს და ანტიბიოტიკებით მკურნალობას ჩვილ ასაკში და ა.შ. თანმხლები რესპირაციული (სასუნთქი სისტემის) ალერგიული დაავადების დროს საკმარის ინფორმაციას იძლევა ეგზოალერგენებით ჩატარებული კანის სინჯი, აგრეთვე – საერთო და ალერგენსპეციფიკური იმუნოგლობულინ E-ს განსაზღვრა. მძიმე პათოლოგიური პროცესის დროს დიაგნოზის დასმის მიზნით არცთუ იშვიათად კანის ბიოფსიასაც მიმართავენ.
მკურნალობის პრინციპი კანის ალერგიული დაავადების მიხედვით განისაზღვრება. ასე, მაგალითად: ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების დროს, უწინარეს ყოვლისა, დგინდება და გამოირიცხება ალერგიის მიზეზი. თუ პრობლემის თავიდათავი საკვებია, ინიშნება ჰიპოალერგენული დიეტა. თუ ალერგიის მიზეზი მედიკამენტია, მისი მიღება უთუოდ უნდა შეწყდეს.
თუ მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, უნდა გამოირიცხოს სხვა სისტემური დაავადება, რომელმაც შესაძლოა ურტიკარია ან კვინკეს შეშუპება გამოიწვიოს.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სიმპტომურ მკურნალობას. ამ დროს ძირითადი საშუალება ანტიჰისტამინური პრეპარატებია, მათი უეფექტობის შემთხვევაში კი კორტიკოსტეროიდები ინიშნება.
მათ, ვისაც მწერის ნაკბენზე აქვთ ალერგია, ვურჩევთ, თან ატარონ ადრენალინის ამპულა.
ატოპიური დერმატიტის დროს ადგილობრვი კორტიკოსტეროიდული, აგრეთვე–  კანის დამატენიანებელი და დამარბილებელი საშუალებების გამოყენება აუცილებელია.
გაითვალისწინეთ: ატოპიური დერმატიტის დროს დაუშვებელია ცხელი აბაზანის მიღება. საპონი უთუოდ დამარბილებელ კრემს უნდა შეიცავდეს. აბაზანის მიღებისას გირჩევთ, წყალს საჭმელი სოდა ან შვრიის ფქვილი დაამატოთ. არ არის რეკომენდებული კანზე ზეთის  წასმა – ის კანს ეკვრის და მის დატენიანებას აფერხებს. არც პირსახოცით გამშრალებაა მიზანშეწონილი. დაბანისთანავე დამატენიანებელი კრემის, ვაზელინის ან მინერალური ზეთის წასმას გირჩევთ. არ არის რეკომენდებული ლოსიონის გამოყენება, ვიანიდან ის ბევრ წყალსა და ცოტა ცხიმს შეიცავს. მრავალი მათგანის შემადგენლობაში სპირტიც შედის, რაც გაღიზიანებული კანისთვის სასურველი არ არის.
კანის ალერგიული დაავადებების დროს კვების კორექციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. დიეტოთერაპიის მთავარი მიზანია, კვების რაციონიდან გამოირიცხოს სურსათი, რომელიც ალერგენად არის მიჩნეული. ამავე დროს, წყდება იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც ჰისტამინის (ალერგიის გამომწვევი ნივთიერების) გამოთავისუფლებას უწყობს ხელს.
ჩვილ ასაკში განსაკუთრებით აგრესიულობით გამოირჩევა ძროხის რძე, რომელიც 16 სახეობის ანტიგენს შეიცავს. ძლიერ ალერგენულ თვისებებს ფლობს კვერცხი, რომლის მიღებასაც ალერგიულ პიურებს ყოველთვის ვუკრძალავთ. ამავდროულად დაუშვებელია მათთვის კვერცხის შემცველი მაიონზისა და საკონდიტრო ნაწარმის მიღებაც. ცხოველური წარმოშობის ალერგენებიდან აღსანიშნავია თევზი. ნაკლებად აგრესიულია საქონლის ხორცი. უფრო საფრთხილოა ღორისა და ცხვრის ხორცი. ალერგენებიდან აგრეთვე აღსანიშნავია ნიგოზი და თხილი, და რაღა თქმა უნდა, არ უნდა გამოგვრჩეს კვებითი დანამატები, არომაუტლი ნივთიერებები და საღებავები, რომლებსაც პროდუქტებს უმატებენ. მეტად აგრესიული დანამატი გახლავთ ტარტრაზინი – მოყვითალო შეფერილობის საკვების საღებავი.
გაითვალისწინეთ, რომ  კოსმეტიკური საშუალებები, ისევე როგორც სარეცხი ფხვნილები, ხშირად გვევლინება კონტაქტური დერმატიტის მიზეზად. მაგალითად, ტუში შეიცავს ემულგატორს, რომელიც ქუთუთოების კანს აზიანებს. თვალის ფანქარი ხშირად ნიკელს შეიცავს, რომელიც ასევე იწვევს ადგილობრივ ალერგიულ რეაქციას. ფრჩხილის ზოგიერთი ლაქი ფორმალდეჰიდის შემცველია, რომელიც ლაქის გაშრობის შემდეგ კანის ალერგიულ დაზიანებას იწვევს. ამდენად, მათ, ვისაც კონტაქტური დერმატიტი აწუხებს, ჰიპოალერგენული საშუალებების გამოყენებას ვურჩევთ.

საქართველოში გავრცელებული ალერგიის გამომწვევი მცენარეები.


საქართველოში გავრცელებული ალერგიის გამომწვევი მცენარეები.

მარცვლოვნები:
მხოხავი ჭანგა
ინგლისური კოინდარი
წივანა
მდელოს თივაქასრა
ჩვეულებრივი ჭვავი
ჩვეულებრივი შვრია
ხორბალი
მდელოს მელაკუდა
ტიმოთელა
ბალახი სარეველები:
ამბროზია
ბაბუაწვერა
ზიზილა
მრავალძარღვა
ავშანი
მჟაუნა
ჭინჭარი
ოქროწკეპლა
ხეები:
არყი
ნეკერჩხალი
შავი მურყანი
თხილი
წიფელი
თელა
ტირიფი
ალვა
ჭადარ

ინსექტიური ალერგენები


ინსექტიური ალერგენები

ინსექტიურია მწერთა ალერგენები, რომლებითაც  ადამიანი სხვადასხვა გზით სენსიბილიზდება: შხამის ორგანიზმში მოხვედრით, კბენით, ნერწყვით...  ინსექტიური ალერგია ადამიანთა 0,4-0,8%-ს აღენიშნება. ძლიერი ალერგენების მატარებელნი არიან ფუტკარი, კრაზანა, ჭიანჭველა, კოღო, ზოგიერთი მოსკიტი, რწყილი, ტკიპა, ჩრჩილის პეპელა და სხვა მწერები. განსაკუთრებით საშიშია მწერები, რომლებსაც კბენისას სხეულში დაახლოებით 35 მკგ შხამის შეშვება შეუძლიათ. მწერების შხამი შეიცავს პროტეინებს, ფერმენტებს (ჰიალურონიდაზა), რომელთა ორგანიზმში მოხვედრისას შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისათვის მეტად საშიში ანაფილაქსიური შოკი, რომელსაც თან გულ-სისხლძა-რღვთა მწვავე უკმარისობა სდევს. მეტად სახიფათოა კონტაქტური მოქმედების ინსექტიური ალერგე-ნებით გამოწვეული ტოქსიკურ-ქიმიური ბუნების ალერგიული დაავადებები. ინსექტიური ალერგენები ინჰალაციური გზით ორგანიზმში ფაქტობრივად არ ხვდება.